საბა ლობჟანიძემ „ატლანტა იუნაიტედის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში MLS-ში თავისი პირველი დუბლი შეასრულა. მე-11 ტურში ატლანტელებმა „მონრეალს“ უმასპინძლეს და 3:1 დაამარცხეს, ხოლო საქართველოს ეროვნული გუნდის გარემარბმა მასპინძლების წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.
ლობჟანიძე სასტარტოში იყო და 26-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა მახვილი კუთხიდან დაარტყა, ხოლო მეკარემ ბურთი მოიგერია.
41-ე წუთზე ლობჟანიძე სტუმართა საჯარიმოში ერთ მცველს გაცდა და მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში დარტყმით ანგარიში გაათანაბრა – 1:1. 50-ე წუთზე სანჩესმა „მონრეალის“ ფეხბურთელს ბურთი წაართვა და საჯარიმოში ლობჟანიძე მოძებნა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.
საბამ მიმდინარე სეზონში თავი პირველად გამოიჩინა. „მონრეალთან“ თამაშამდე ლობჟანიძეს 2024 წლის 20 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც „ორლანდოს“ კარი აიღო, ზედიზედ 42 მატჩი გოლი არ გაუტანია. „ატლანტას“ 10 ქულა აქვს და 15-გუნდიან აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბარი





