ეგოიანის „ექსელსიორის“ ზედიზედ მეორე გამარჯვება

0
2

„ექსელსიორმა“, რომლის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ირაკლი ეგოიანია, ნიდერლანდების ჩემპიონატში ზედიზედ მეორე თამაში მოიგო. 32-ე ტურში როტერდამელები სტუმრები „გრონინგენს“ შეხვდნენ და 3:2 დაამარცხეს.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში შეუცლელად კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა. „ექსელსიორი“ შეხვედრის მსვლელობის დროს ორჯერ აგებდა, მაგრამ სამი ქულა მაინც აიღო. როტერდამელებს 34 ქულა აქვთ და ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზე არიან.
ლაშა თაბაგარი