„კამპ ნოუ“ და „ოლდ ტრაფორდი“ ევროპაში ყველაზე დასწრებადია

0
6

2022-2023 წლების სეზონში ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში მატჩებზე მაყურებლების დასწრებით პირველ ადგილზე ესპანეთის „ბარსელონაა“, ხოლო ყველა ტურნირების გათვალისწინებით ამ მხრივ ლიდერი ინგლისის „მანჩესტერ იუნაიტედია“.
„კამ ნოუზე“ „ბარსელონას“ საშინაო თამაშებს საშუალოდ 83498 ქომაგი ესწრებოდა, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედის“ მიერ „ოლდ ტრაფორდზე“ გამართულ თამაშებს საერთო ჯამში უშულოდ ტრიბუნიდან თვალი საერთო ჯამში 2,5 მილიონმა ქომაგმა უყურა. ეს ინფორმაცია ესპანურმა გამოცემა Mundo Deportivo-მ უეფას მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.
ევროპის მასშტაბით დასწრების მხრივ ტოპ 10 სტადიონის ჩამონათვალი ასეთია:
1. „კამპ ნოუ“ „ბარსელონა“, – 83498 მაყურებელი
2. „სიგნალ იდუნა პარკი“, „ბორუსია“ (დორტმუნდი) – 81228
3. „ალიანს არენა“, „ბაიერნი“ (მიუნხენი) – 75000
4. „ოლდ ტრაფორდი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“  – 73671
5. „სან სირო“, „ინტერი“ (მილანი) – 72630
6. სან სირო“, „მილანი“ – 71828
7. „ველოდრომი“, „მარსელი“ – 62739.
8. ოლიმპიური სტადიონი ლონდონში, „ვესტ ჰემი“ – 62462
9. „სტადიო ოლიმპიკო“, „რომა“ – 62036
10. „ტოტენჰემ ჰოტსპურ სთედიუმი“, „ტოტენჰემი“ (ლონდონი)  – 61585.
ცნობისთვის, ესპანეთის ლა ლიგაში მადრიდის „რეალის“ მიერ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩატარებულ მატჩებს საშუალოდ 56664 გულშემატკივარი ესწრებოდა, რაც მე-13 მაჩვენებელია.
შეგახსენებთ, რომ „კამ ნოუზე“ რეკონსტრუქცია დაიწყო და „ბარსელონა“ დროებით თავის მატჩებს ოლიმპიურ სტადიონზე ატარებს.
ლაშა თაბაგარი