ალაბა „უდინეზეში“ ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა

0
0

დავიდ ალაბა კარიერას „უდინეზეშ“ განაგრძობს, რის შესახებ იტალიის სერია A-ში მოასპარეზე კლუბის პრესსამსახური იუწყება.
ავსტრიის ეროვნული ნაკრების 33 წლის კაპიტანმა კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ის უდინელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან ზაფხულში მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი ამოეწურა.
რეალში“ 2021 წლის ზაფხულში გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 120 მატჩში 5 გოლი გაიტანა. მან ესპანურ გრანდთან ერთად ლა ლიგა 2-ჯერ, ესპანეთის თასი ერთხელ, ესპანეთის სუპერთასი ერთხელ, უეფას ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ, უეფას სუპერთასი ერთხელ, ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი ერთხელ, ხოლო საკონტინენტთაშორისო თასი ერთხელ მოიგო.
შეგახსენებთ, რომ „უდინეზეში“ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის. ასევე, კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მცველ საბა გოგლიჩიძეს აკავშირებს, რომელიც „მონცაში“ გაანათხოვრეს.
ლაშა თაბაგარი