„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა გამოჯანმრთელდა და გუნდიც ავარჯიშა.
52 წლის ესპანელმა სპეციალისტმა აგვისტოში ხერხემალზე ოპერაცია გაიკეთა და ამის გამო პრემიერლიგაში 2 მატჩში გამოტოვა – „შეფილდ იუნაიტედთან“ (2:1) და „ფულემთან“ (5:0). მისი არყოფნის პერიოდში მანჩესტერელებს გვარდიოლას ასისტენტი ხუანმა ლილიო ავარჯიშებდა.
„სიტი“, რომელმაც გასულ სეზონში ინგლისის პრემიერლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ინგლისის ჩემპიონატში ჩატარებული 4 ტურის მერე 12 ქულით ლიდერია.
