საქართველოს ეროვნულ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეკრებაზე ვლადიმერ მამუჩაშვილი („ტორპესო“, ქუთაისი) და საბა ლობჟანიძე („რეალ სოლტ ლეიკი“) გამოიძახა, რომლებიც თავდაპირველ სიაში არ იყვნენ.
სექტემბერ-ოქტომბერში გასამართი ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონის გათამაშების B ლიგის მე-2 ჯგუფის შეხვედრებში ჩვენ გუნდს ოთარ მამაგეიშვილი („ვოლფსბერგი“, ავსტრია) ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. ის ნაკრებში პირველად გამოიძახეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ მატჩს დღეს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ ჩაატარებს, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება და მაყურებლების გარეშე ჩაივლის.
ლაშა თაბაგარი





