ჯეიდონ სანჩო „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩამოაშორეს

0
3

ჯეიდონ სანჩოს „მანჩესტერ იუნაიტედის“ პირველ გუნდთან ერთად ვარჯიში აუკრძალეს. ამის შესახებ ინგლისური კლუბის პრესსამსახური იუწყება:
„ჯეიდონ სანჩო პირველი გუნდისგან ცალკე ინდივიდუალურად მანამდე ივარჯიშებს, ვიდრე მის მიერ გუნდური დისციპლინის დარღვევის საკითხი არ გადაწყდება“.
ინგლისის პრემიერლიგის მე-4 ტურში „არსენალთან“ 1:3 წაგებული მატჩის შემდეგ, „მანჩესტერ იუნატედის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა სანჩოც განაცხადში არყოფნა, ფეხბურთელის ვარჯიშებზე სუსტი მუშაობით ახსნა. სანჩომ ნიდერლანდელ სპეციალისტს სოციალურ ქსელში უპასუხა და მის ნათქვამს ტყუილი უწოდა.
მოგვაინებით ინგლისურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანაგუნდელებმა სანჩოს მთავარ მწვრთნელთან კოფლიქტის დროს მხარი არ დაუჭირეს.
ინგლისის ეროვნული ნაკრების 23 წლის ნახევარმცველი დორტმუნდის „ბორუსიადან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2021 წლის ივლისში გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 82 მატჩში 12 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი