„სკუადრა აძურას“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში მილანში უკრაინის ნაკრებთან გასამართ მატჩამდე, თავის გუნდსი არსებული საკადრო ვითარება შეაფასა.
„დონარუმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებს. „სან სიროზე“ მას თავისი საქციელი არ აპატიეს, რადგან ვუნდერკინდია, რომელიც პროცესს აჩქარებს. შეცდომების დაშვება ნორმალური მოვლენაა, მაგრამ ტალანტებმა თავისი თვისებები უნდა დააფასონ, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქედმაღლობაში გადაიზრდება.
ყველა მოთამაშე ვერ მოვიწვიე, მაგრამ ზოგიერთი გამოვიძახე. ვერატისაც დავურეკა და არა მგონი მას უარი ეთქვა. პირიქით მიპასუხა, რომ ჩემმა ზარმა გაახარა. ბონუჩიმაც იმავე მითხრა. მიუხედავად იმ სირთულეებისა რაც ახლა აქვთ, ნაკრების დახმარება სურთ. მათ სწორედ ეს მითხრეს.
ზოგიერთი გუნდის მთავარ მწვრთნელთან საუბარს ვეცდე. ზოგთან მოვახერხე, ზოგმა კი არ მიპასუხა, ალბათ, ჩემი ტელეფონის ნომერი არ აქვთ. ყველა მოთამაშის მიწვევა მსურს ვინც ნაკრებს გამოადგება, რადგან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი პრიორიტეტულია.
„სან სიროზე“ მოსულ ფანებს ვერაფერს მოვთხოვ. ჩვენ მათი მხარდაჭერა უნდა დავიმსახუროთ. იტალიის ნაკრების მიერ „სან სიროზე“ ჩატარებული ზოგიერთი მატჩი ვნახე და აქ გუნდს ყოველთვის გულშემატკივრობდნენ. მათ წინასწარ მადლობა ვუხდი“ – იუწყება Football Italia სპალეტის ნათქვამს, რომელსაც გასულ კვირაში ნაკრებში დებიუტი ჩრდილოეთ მაკედონიაში ჰქონდა, სადაც იტალიამ მხოლოდ ქულა (1:1) აიღო.
ლაშა თაბაგარი
