17-წლამდელები ჩეხეთთან დამარცხდნენ

0
0

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი ჩიტაური წვრთნის, პოლონეთში მიმდინარე საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირში, რომლის სახელწოდება “სირენკას თასია“, მეორე მატჩი ჩეხეთთან ჩაატარა და 2:3 დამარცხდა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
ჩვენი გუნდი პირველ შეხვედრაში ირლანდიას დაუპირისპირდა და მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, ხოლო პენალტებში ჩიტაურის შეგირდებმა 4:3 გაიმარჯვეს.
ჩიტაურის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. შესარჩევზე ჩვენი ასაკობრივი, 3-გუნდიან ჯგუფში – ყაზახეთს და ავსტრიას დაუპირისპირდება. საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს 11-17 ნოემბერს, საქართველო უმასპინძლებს.
2026 | შესარჩევი
11 ნოემბერი | საქართველო V ავსტრია
14 ნოემბერი | ავსტრია V ყაზახეთი
17 ნოემბერი | საქართველო V ყაზახეთი
ლაშა თაბაგარი