ბონუჩი „იუვენტუსს“ უჩივის

0
6

ლეონარდო ბონუჩი, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში ბერლინის „უნიონს“ თავისუფალი აგენტისს სტატუსით შეურთდა, აპირებს თავის ყოფილ კლუბ ტურინის „იუვენტუსს“ პროფესიონალური და საიმიჯო ზარალის მიყენებისთვის უჩივლოს, იუწყება ჟურნალისტი ლუკა დი მარციო.
36 წლის იტალიელი ფეხბურთელის აზრით, როდესაც პირველ გუნდს ჩამოაშორეს, პირობები, რომელშიც მას ყოფნა უწევდა პროფესიონალისთვის „ანომალიურია“. მაგალითად, საღამოს ვარჯიშზე თანაგუნდელებთან და ტექნიკურ პერსონალთან ურთიერთობას უკრძალავდნენ. ასევე, სატრენაჟორიო დარბაზში, აუზში და რესტორანში არ უშვებდნენ.
თავად ბონუჩიმ დააზუსტა, რომ თანხას, რომელსაც სასამართლო დავის მოგების შემთხვევაში მიიღებს, Neuroland-ში გადარიცხავს. ეს ასოციაციია, რომელიც მხარს ტურინის ნეიროქირურგიის განყოფილებაში მოთავსებული ბავშვების ოჯახებს უჭერს. გარდა ამისა, ფეხბურთელი თანხას Live Onlus-საც გადაურიცხავს – ორგანიზაციას, რომელიც სპორტული კლუბებისთვის და სკოლებისთვის დეფიბრილიატორებს ყიდულობს.
ბონუჩი „იუვენტუსში“ 2010-2017 და 2018-2013 წლებში გამოდიოდა. მან ტურინელთა მაისურით ყველა ტურნირჩი ჩატარებულ 502 მატჩში 37 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი