გიორგი ბერიძე კარიერას თურქეთის რანგით მეორე ლიგის კლუბ „ქოჯაელისფორში“ გააგრძელებს. 28 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ახალ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.
ბერიძემ გასული სეზონი თურქეთის სუპერლიგაში მოასპარეზე „ანკარაგუჯუში“ გაატარა, სადაც 29 მატჩში 4 გოლი გაიტანა. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში ანკარელთა რიგებში მხოლოდ ერთხელ ითამაშა.
„ქოჯაელისფორი“ 4 ტურის შემდეგ 6 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
