70 წლის მაგათს გერმანიის ნაკრების გაწვრთნა სურს

0
78

ფელიქს მაგათს მიაჩნია, რომ გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე შესაფერისი კანდიდატურაა.
„მე არ ვიცი გერმანიის საფეხბურთო კავშირს რა მოთხოვნა აქვს მთავარი მწვრთნელობის კანდიდატისთვის. თუმცა, ჩემი აზრით, ახლა სასწრაფოდ გვჭირდება ის ადამიანი, ვინც ისევ შეძლებს ეს აბსოლუტურად დემორალიზებული გუნდი შეკრას, რომელიც თავის დონეს აღარ შეესაბამება.
ვფიქრობ, შემიძლია გუნდს, რომელსაც თავდაჯერება არ აქვს, ეს კომპონენტი შევმატო, რათა ისევ კარგად ითამაშონ. კარიერის განმავლობაში ზოგიერთი გუნდი ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილიდან შუამდე დამიწინაურებია, ხოლო ზოგი ზედა საფეხურებამდეც. ჩემი აზრით, გერმანიის საფეხბურთო ნაკრებს სწორედ ეს სჭირდება“ – იუწყება გერმანული მედია 70 წლის სპეციალისტის ნათქვამს, რომელმაც „ბაიერნს“ ბუნდესლიგა ორჯერ მოაგებინა, ხოლო „ვოლფსბურგს“ – ერთხელ.
მაგათი ბოლო 6 წლის მანძილზე მწვრთნელად ერთხელ მუშაობდა – 2022 წელს ბერლინის „ჰერტა“ ბუნდესლიგიდან გავარდნას გადაარჩინა.
ლაშა თაბაგარი