რამაზ სვანაძე: “ვეცდებით საქართველოში დადებითი შედეგით დავბრუნდეთ”

0
47

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე ევრო 2025-ის შესარჩევ ციკლში დღეს კიშინიოვში ნოლდოვასთან გასამართ დაპირისპირებაში თავისი ფეხბურთელებისგან იმ ხასიათის გამოვლენას ელოდება, რომელიც გუნდს სტუმრად ჩასატარებელ მატჩებში წარმატების მისაღწევად დასჭირდება.
რამაზ სვანაძე:“მოლდოვასთან თამაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია. განწყობა საბრძოლოა. ვეცდებით, საქართველოში დადებითი შედეგით დავბრუნდეთ. დრო გვქონდა და ამიტომ ვთვლი, რომ გუნდი თამაშისთვის მზად არის.
შეხვედრა იმის გამოც არის მნიშვნელოვანი, რომ ეს 21-წლამდელთა ახალი თაობის პირველი გასვლითი მატჩია. მათგან ველოდები ხასიათის გამოვლენას და იმ მენტალურ მდგრადობას, რაც გასვლით თამაშებში დაგვჭირდება”.
საბა ხვადაგიანი: “„რთული მეტოქე გვყავს, მაგრამ ვიცით მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. ფსიქოლოგიურად თავს კარგად ვგრძნობთ და შევეცდებით, მოვიგოთ“.
გიორგი კვერნაძე: “რთული დაპირისპირება იქნება, რადგან პირველი გასვლითი თამაშია, ახალი გუნდი ვართ და წნეხი დიდია. რაც მთავარია, ხასიათი შენარჩუნებული გვაქვს, რადგან წინა მატჩი მოვიგეთ და სამი ქულა ავიღეთ“.