პოგბამ დოპინგ-ტესტი ჩააგდო

0
5

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა იტალიის სერია A-ს პირველ ტურში „უდინეზესთან“ 3:0 მოგებული მატჩის შემდეგ დოპინგ-კონტროლი ვერ გაიარა.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, 30 წლის ფრანგ ფეხბურთელს სისხლში ნორმაზე გაცილებით მეტი ტესტოსტერონი აღმოაჩნდა.
ცნობისთვის, პოგბას 20 აგვისტოს „უდინეზესთან“ ჩატარებულ შეხვედრაში არ უთამშია. მან ორი ტაიმი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. მიმდინარე სეზონში ფრანგმა ფეხბურთელმა „იუვენტუსის“ მაისურით მოედანზე 52 წუთი დაჰყო.
ლაშა თაბაგარი