ნორვერგიის ეროვნული გუნდის კაპიტნის მარტინ ოდეგორის განცხადებით, ვიდრე ეგონათ იმაზე უფრო გაცილებით რთულ მდგომარეობაში ჩავარდნენ და ამიტომ, საქართველოსთან დაპირისპირება წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. მან ამის შესახებ ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში ხვალ ოსლოში ვილი სანიოლის შეგირდებთან დაპირისპირებამდე პრესკონფერენიაზე განაცხადა.
მარტინ ოდეგორი: “თუ დანარჩენ თამაშებს მოვიგებთ, საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს, მაგრამ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩავვარდით, ვიდრე გვინდოდა და გვეგონა. უნდა ვეცადოთ მოვიგოთ დარჩენილი მატჩები, შემდეგ კი, ვნახოთ.
რა თქმა უნდა, ვისურვებდი ნორვეგიის ნაკრებში უფრო მეტი გოლი გამქონდეს, მაგრამ მთავარია გუნდი. კარგად ვთამაშობთ და ბევრ მომენტს ვქმნით, მაგრამ მომენტებს ვერ ვიყენებთ, ეს უნდა გავაუმჯობესოთ, უფრო ეფექტურები უნდა გავხდეთ. ვფიქრობ, კარგად თამაშს თუ გავაგრძელებთ, დროთა განმავლობაში ეს შედეგშიც აისახება.
საქართველოსთან წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი თამაშია, ყველაფერი შესაძლებელია, არც ერთი ჩვენგანი არ დანებებულა. მატჩს მაქსიმალური მოტივაციით ვუდგებით“.
