ლორან ბლანი „ლიონიდან“ გაუშვეს

0
4

ლორან ბლანი „ლიონის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს, კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.
ბლანი „ლიონს“ გასული წლის ოქტომბრიდან წვრთნიდა. მიმდინარე სეზონში ჩატარებული 4 ტურის შემდეგ ლიონელებს მხოლოდ 1 ქულა აქვთ და საფრანგეთის ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე არიან.
„ლიონის“ თავკაცობის ერთ-ერთ კანდიდატად ჯენარო გატუზო მიიჩნევა, რომელიც გასული სეზონის მსვლელობისას „ვალენსიადან“ გაუშვეს.
ლაშა თაბაგარი