სოლბაკენი: “უნდა დავრწმუნდეთ რომ შემდეგი ტურისთვის ცოცხლები ვიქნებით”

0
2

ნორვეგიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ სტალე სოლბაკენს მიაჩნია, რომ მისმა ფეხბურთელებმა შექმნილი საგოლე მომენტები უკეთესად უნდა გამოიყენონ. მან ამის შესახებ ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში ხვალ ოსლოში საქართველოსთან გასამართ მატჩამდე პრეკონფერენციაზე განაცხადა.
სტალე სოლბაკენი: “ერთა ლიგაზე არც კი უნდა ვიფიქროთ, სანამ არ დასრულდება საკვალიფიკაციო ეტაპი. ძნელია დასკვნის გაკეთება, შემდეგი თამაში უნდა მოვიგოთ, რომ შანსი შევინარჩუნოთ, მერე კი, შემდეგი უნდა მოვიგოთ. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ შემდეგი ტურისთვის ცოცხლები ვიქნებით.
ჩვენს მოედანზე თამაში მნიშვნელოვანია. მართალია, რამდენიმე მატჩში აქ 0:0 ვითამაშეთ, მაგრამ მხოლოდ ორჯერ დავმარცხდით – სერბეთსა და შოტლანდიასთან. შეტევაში უფრო მეტი გოლი გავიტანოთ, მაგრამ ძნელი სათქმელია, რა უნდა გავაკეთოთ სხვაგვარად. ბევრ მომენტს ვქმნით და უფრო ეფექტურები უნდა ვიყოთ“.