ზივზივაძემ „კარლსრუე“ წაგებას გადაარჩინა

0
15

ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
მეორე ტურში „კარლსრუე“ შინ „ჰამბურგს“ შეხვდა და ქულა საქართველოს ეროვნული ნაკრების წყალობით გადაარჩინა. სეზონის პირველი მატჩისგან განსხვავებით ზივზივაძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მასპინძლები 1:2 აგებდნენ.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე შტინდლის გადაცემის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში ზივზივაძემ ბურთი ერთი შეხებით დაამუშავა, ხოლო მეორეთი შორეულ კუთხეში გადაგზავნა.
ცნობისთვის, ის გერმანულ გუნდში გასული სეზონის მეორე ნახევარში გადავიდა და მეორე ბუნდესსლიგის 10 შეხვედრაში თავი ერთხელ გამოიჩინა.
ლაშა თაბაგარი