კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურის მეორე სათამაშო დღეს ერთი მატჩი გამართა – აუტსადერებში მყოფმა „სამტრედიამ“ ასევე ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ „თელავს“ უმასპინძლა.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-4 წუთზე „თელაველთა“ ახალწვეულმა ჯეფერსონ ჯერალდომ სამტრედელთა საჯარიმოში ჩააწოდა და მცველის მიერ უხეიროდ მოგერიებულ ბურთს ბოსნიელმა ამარ ბეგიჩმა ვარდნაში ადგილი კარში მოიჩინა. ბეგიჩმა სადებიუტო მატჩი გოლით აღნიშნა.
83-ე წუთზე „თელავში“ დაბრუნებული ირაკლი რუხაძე პირისპირ დარჩა მასპინძელთა მეკარესთან, რომელმაც სტუმართა ფორვარდი წააქცია. მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი თავად რუხაძემ გამოიყენა.
გიორგი მიქაძის გაწვრთნილი „თელავი“ 14 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა, ხოლო მაკედონიელი დიმიტარ კაპინკოვსკის ხელმძღვანელობით „სამტრედიამ“ 11 ქულა დააგროვა და ბოლოსწინაა.
სამტრედია 0:2 თელავი
ლაშა თაბაგარი





