არაბული კარიერას უზბეკეთში აგრძელებს

0
71

ბაჩანა არაბულის დებიუტი უზბეკეთის სუპერლიგაში შედგა. ქართველმა თავდამსხმელმა, რომელიც ფერგანის „ნეფთჩის“ ცოტა ხნის წინ შეუერთდა, პირველი მატჩი სტუმრად „ფახთაქორთან“ ჩაატარა.
ფერგანელებმა შეხვედრა 1:0 მოიგეს, ხოლო არაბული თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო და მოედანზე შესვლიდან ერთ წუთში საგოლე პასი გააკეთა. „ნეფთჩიში“ ორი ტაიმი ფორვარდმა გიორგი ნიქაბაძემ ითამაშა.
29 წლის არაბულმა გასული სეზონი ავსტრალიის „მაკარტურში“ გაატარა. ის კარიერის განმავლობაში ასევე  გორის „დილაში“, „ცხინვალში“, თბილისის „დინამოში“, „სამტრედიაში“, უნგრეთის „ბალმაზუივაროშში“, „პუშკაშ აკადემიაში“, საბერძნეთის „პანიონიოსში“ და „ლამიაში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი