ჯიღაურის უიღბლო დებიუტი უზბეკეთში

0
57

ჯაბა ჯიღაურის დებიუტი უზბეკეთის სუპერლიგაში წარუმატებელი აღმოჩნდა. „ნასაფი“, რომელსაც ქართველი ნახევარმცველი ცოტა ზნის წინ შეუერთდა, მე-14 ტურში სტუმრად „ანდიჯანს“ შეხვდა და გუნდები უგოლოდ გაიყარნენ.
სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ჯიღაურმა პირველი ყვითელი ბარათი 78-ე წუთზე მიიღო, ხოლო მეორედ 89-ე წუთზე გააფრთხილეს და თამაში ნაადრევად დაასრულა. „ანდიჟანის“ განაცხადში ქართველი ლეგიონერები ნოდარ ქავთარაძე და ლევან არველაძე არ იყვნენ.
ლაშა თაბაგარი