თბილისის „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელის ომარ თეთრაძის თქმით, გუნდის მიზანი ევროთასებზე დაბრუნებაა, მან ამის შესახებ championat.com-თან ისაუბრა.
„ასე ვთქვათ, მოსაფიქრებლად პაუზა ავიღე. საკუთარ თავს არსად მივერეკებოდი. ვფიქრობდი მომავლაში ვისთან ერთად მემოძრავა, რომ წარსულში დაშვებული შეცდომები აღარ გამემეორებინა/ ფეხბურთს ვუყურებდი. შესაძლებლობის ფარგლებში მოსკოვში თამაშებზე დავდიოდი. თურქეთში გუნდების შეკრებებზე მუდიმავდ ჩავდიოდა. რუსეთში წინადდებები მქონდა, მაგრამ კონკრეტული ამოცანა არ დაუსახავთ. ყოველ შემთხვევაში არა ისეთი, რომელსაც საკუთარ თავს ვუსახავ.
„საბურთალოში“ ჯერ კიდევ 2 წლის წინ მეპატიჟებოდნენ. ოჯახი თბილისში მყავს, სადაც ახალ წელს და არა მხოლოდ, ყოველთვის ჩავდიოდი. მაშინ, უარი ვთქვი, ხოლო გასულ ზამთარს უარი არ ვუთხარიჩემს მეგობრებს, რომლებმაც გუნდის ევროთასებზე დაბრუნება მთხოვეს.
დღეს ევროპაში ქართველი ფეხბურთელები უფრო აინტერესებთ, ვიდრე რუსები. მათ თვალყურს 15-18 წლის ასაკიდან ადევნებენ. რუს ახალგაზრდებს სად შეხედავენ? საქართველოში ასაკობრივი ნაკრებები კარგად თამაშობენ, არა მხოლოდ ხვიჩა ჰყავთ, არამედ დავითაშვილი და მიქაუტაძე.
კვარაცხელია? ახლა მნიშვნელოვანია, რომ მან დაადასტუროს ის დონე, რა დონეზეც წინა სეზონი ჩაატარა. მერე უფრო მეტ შეთავაზებას მიიღებს, ამიტომ ნორმალურია, რომ ჯერ „ნაპოლიში“ რჩება. თუმცა, უფრო რთული სეზონისთვის უნდა მოვემზადოთ“ – განაცხადა თეთრაძემ.
რუსეთის ეროვნული ნაკრების ექსკაპიტანმა საფეხბურთო კარიერის დასწრულების შემდეგ მწვრთნელობა მახაჩყალის „ანჟიში“ დაიწყო, რის შემდეგ ნიჟნი ნოვგოროდის „ვოლგას“, „ხიმკის“, ყაზახეთის „ჟეტისუს“, კრასნოიარსკის „ენისეის“ და „ტობოლს“ ავარჯიშებდა. მან „ტობოლო“ 2017 წელს დატოვა და სამწვრთნელო საქმიანობა 6-წლიანი პაუზის მერე „საბურთალოში“ განაახლა.
ლაშა თაბაგარი




