პსჟ-მ იკარდი „გალათასარაის“ მიჰყიდა

0
20

„პარი სენ ჟერმენმა“ მაურო იკარდი თურქეთის „გალათასარაიში“ გაყიდა. პარიზელებმა არგენტინის ეროვნული ნაკრების ფორვარდი 2020 წელს მილანის „ინტერიდან“ 50+8 მილიონ ევროდ შეიძინეს, ხოლო სტამბოლელებს 10 მილიონ ევროდ დაუთმეს.
გასულ სეზონში 30 წლის იკარდი „გალათასარაიში“ იჯარით გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 26 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა.
მან პსჟ-ში 92-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 38-ჯერ აიღო.