კავანი „ბოკა ხუნიორსისთვის“ გაიტანს

0
17

ედინსონ კავანი კარიერას არგენტინის ერთ-ერთ გრანდ „ბოკა ხუნიორსში“ გააგრძელებს. ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ბუენოს აირესელებთან წელიწადნახევრიან კონტრაქტს გააფორმებს.
36 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერტდება, რადგან ესპანეთის „ვალენსიასთან“ კონტრაქტი შეწყვიტა. მისი დებიუტი შესაძლოა უკვე 3 აგვისტოს „ნასიონალთან“ შეხვედრაში შედგეს.
გასულ სეზონში, კავანიმ „ვალენსიაში“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ყველა ტურნირში 28-ჯერ ითამაშა და 7 გოლის გატანის გარდა, 2 საგოლე პასი გააკეთა.