უეფამ საფეხბურთო კლუბი ტურინის „იუვენტუსი“ კონფერენს ლიგსს 2023-2024 წლების სეზონის გათამაშებიდან მოკვეთა.
„კლუბების ფინანსური კონტროლის ინსტანციამ გამოძიების შედეგად დაასკვნა, რომ ტუინელებმა ორგანიზაციის ნორმატიული დოკუმენტების მდგომარეობა და მსოფლიო შეთანხმების პირობები დაარღვიეს, რომელსაც ხელი 2022 წლის აგვისტოში მოეწერა.
ამასთან დაკავშირებით. „ბიანკონერი“ ერთი წლით ევროთასებიდან მოკვეთეს და 20 მილიონი ევროთი დააჯარიმეს. აქედან 10 მილიონი პირობითი თანხაა, რომელსაც კლუბი იმ შემთხვევაში გადაიხდის თუ 2023, 2024 და 2025 წლებში მისი ანგარიში უეფას მიერ კლუბების ლიცენზირების და ფინანსური მდგრადობის დადგენილი რეგლამენტის შესაბამისი არ იქნება.
სმანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „იუვენტუსის“ და უეფას ხელმძღვანელები კლუბის კონფერენს ლიგის მოკვეთაზე შეთანხმდნენ. თავის მხრივ უეფა „იუვეს“ მიერ ლიცენზირებისა და ფინანსური ფეარ-პლეის სავარაუდოდ დარღვევის შესახებ აღძრულ საქმეს დახურავს, ფორმალურად ტურინელების მხრიდან ეს დანაშაულის აღიარებად ჩაითვლება.





