რუსეთის ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს იური სიომინს სჯერა, რომ ტრავმის მორჩენის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება.
„ტრავმები პროფესიის ნაწილია. ასეთ დონეზე როდესაც თამაშობ თითოეული მატჩის წინ დიდი კითხვა ისმის – დაბრუნდები თუ არა შინ ტრავმის გარეშე ან ტრავმით.
ვფიქრობ, საშიში არაფერია. ხვიჩა ამას გადაიტანს. ოპერაციას გაიკეთებს და კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება“ – თქვა სიომინმა, რომელიც თავის დროზე „ლოკომოტივში“ კვარაცხელიას მწვრთნელი იყო.
კვარაცხელიამ ტრავმა ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში შინ „ბარსელონასთან“ 4:2 მოგებული მატჩის 59-ე წუთზე ესპარტთან ორთაბრძოლის დროს მიიღო და მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა.
მან მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და უახლოეს პერიოდში ოპერაციას გაიკეთებს. ასეთი ტრავმის დროს სარეაბილიტაციო პერიოდი 7-დან 9 თვემდე გრძელდება.
ლაშა თაბაგარი





