საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომელსაც რამაზ სვანაძე წვრთნის, ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში ისრაელს შეხვდება.
C ჯგუფის ბოლო ტურში, ისრაელი, რომელსაც მხოლოდ ქულა ჰქონდა ჩეხეთს შეხვდა და მინიმალური ანგარიშით აჯობა. არადა, ჩეხებს, რომელთაც ჯგუფში გერმანია დაამარცხეს ფრეც ყოფნიდათ.
მატჩი სანახაოებრივი ნამდვილად არ აღმოჩნდა და ერთადერთი გოლი 82-ე წუთზე გავიდა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან გლუხის ჩაწოდების შემდეგ, განდელმანმა კარში ბურთი თავით გადაგზავნა. შედეგად, ისრაელი ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და პირველ ივლისს თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს დაუპირისპირდება. საქართველოც და ისრაელიც ამ ტურნირის 1/4-ფინალში პირველად ითამაშებენ.
C ჯგუფში პირველი ადგილი ინგლისმა დაიკავა, რომელმაც დასკვნით ტურში გერმანიას 2:0 აჯობა და 1/4-ფინალში ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე პორტუგალიას შეხვდება. ჩეხეთი მესამე პოზიციაზე გავიდა, ხოლო გასული ჩემპიონატის გამარჯვებულმა გერმანიამ ტურნირი გამარჯვების გარეშე და ერთი ქულით დაასრულა.
დანარჩენი მეოთხედფინალური წყვილები ასე გამოიყურება:
ესპანეთი – შვეიცარია
საფრანგეთი – უკრაინა
ეს მატჩები რუმინეთში ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი





