უეფამ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევის ფორმატი შეცვალა

0
518

უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მორიგ სხდომაზე, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩატარდა, მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ახალი ფორმატი დაამტკიცეს და ფიფას შესთავაზეს.
მომავალ მუნდიალზე მონაწილეების რაოდენობა 32-დან 46-მდე გაიზარდა. აქედან გამომდინარე ევროპა უფრო მეტ საგზურს მიიღებს. თავდაპირველად უეფას მხოლოდ 13 საგზური ჰქონდა, რომელთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა.“
შესარჩევ ციკლში 12 ჯგუფი იქნება – 6 ჯგუფში 5-5 გუნდი ითამაშებს, ხოლო კიდევ ექვსში – 4-4 (იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს ჯერ კიდევ სანქცია ადევს).
ჯგუფების 12 გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ მოხვდება. მეორე ადგილზე გასული ნაკრებები პლეი-ოფში ითამაშებენ და მათ 2024-2025 წლების ერთა ლიგის გათამაშებაში საუკეთესო რეიტინგის 4 გუნდი დაემატება, რომლებიც მუნდიალზე შესარჩევიდან ვერ მოხვდებიან.
ეს 16 გუნდი ერთმანეთში მსოფლიო პირველობაზე მოსახვედრ ბოლო 4 საგზურს გაითამაშებს. 16 ნაკრები ოთხ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება. პლეი-ოფი ერთმატჩიანი ნახევარფინალებისგან და ფინალებისგან შედგება, როლებიც ერთი საერთაშორისო სათამაშო ფანჯრის დროს ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ უეფას აღმასკომის წევრი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიცაა.
ლაშა თაბაგარი