გურამ გიორბელიძემ „ერზრუმსფორის“ შემადგენლობაში თურქეთის სუპერლიგაში მეორედ ითამაშა და პირველი საგოლე პასი მიითვალა. მე-4 ტურში „ერზრუმსფორმა“ შინ „ქონიასფორი“ 1:0 დაამარცხა.
საქართველსო ნაკრების მარცხენა მცველმა სასტარტოში ზედიზედ მეორედ ითამაშა და ამჯერად არ შეუცვლიათ.
მატჩის მე-17 წუთზე შეტევაში ჩართულმა გიორბელიძემ მარცხენა ფლანგიდან პასი საჯარიმოში ტოზლუს გაუკეთა, რომელმაც თავით მეტოქის კარი აიღო. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და „ერზრუმსფორმა“ სუპერლიგაში დაბრუნების შემდეგ პირველი თამაში მოიგო – 14 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა.
გიორბელიძე „ერზრუმსფორში“ 2024-2025 წლების სეზონიდან გამოდის და წელს გუნდთან ერთად სუპერლიგაში აღზევდა.
ლაშა თაბაგარი





