„მანჩესტერ სიტიმ“ ლონდონის „ჩელსიდან“ მატეო კოვაჩიჩი შეიძინა. „სიტის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ხორვატიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მის სანაცვლოდ მანჩესტერელებმა 25 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს, ხოლო „ჩელსი“ კიდევ დამატებით 5 მილიონს „სიტის“ მიერ მოპოვებული ტიტულებიდან გამომდინარე მიიღებს.
კოვაჩიჩი „ჩელსიში“ 2018 წლიდან გამოდიოდან და ყველა ტურნირში ჩატარებულ 221 მატჩში 6 გოლი გაიტანა. მან ლონდონელებთან ერთად უეფას ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
გასულ სეზონში მან „ჩელსიში“ ჩატარებულ 37 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი გააკეთა და 10 ყვითელი ბარათი მიიღო.





