აბუაშვილის „მეცმა“ „ტულუზას“ შანსი არ დაუტოვა

0
0

„მეცმა“, რომელშიც გიორგი აბუაშვილი გამოდის, საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-5 ტურში სახლში „ტულუზა“ 4:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა სასტარტოში ზედიზედ მეხუთედ ითამაშა და 62-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 74-ე წუთზე შეცვალეს.
მასპინძლებამ პირველი ტაიმი 3:1 მოიგეს, ხოლო შესვენების შემდეგ კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. აბუაშვილმა განვლილ ხუთ შეხვედრაში თავის ანგარიშზე ერთი გოლი ჩაიწერა.
„მეცმა“ მიმდინარე სეზონში ორი თამაში მოიგო და სამი ფრედ დაასრულა – 9 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი