წიტაიშვილის სადებიუტო მატჩი ლა ლიგაში

0
1

ესპანეთის ლა ლიგაში გიორგი წიტაიშვილის დებიუტი შედგა. „რაიო ვალეკანომ“, რომელსაც საქართველოს ნაკრების გარემარბი ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით სეუერთდა, მადრიდში სანტანდერის „რასინგი“ მიიღო და 3:2 დამარცხა.
წიტაიშვილის სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო, სტუმრების განაცხადში გიორგი გულიაშვილი მოხვდა, რომლის დებიუტი ესპანეთის ელიტარულ ლიგაში ისევ გადაიდო.
შეხვედრის მე-4 წუთზე სტუმრები კანალესმა დააწინაურა, ხოლო შვიდ წუთში მასპინძლებიდან თავი რაციუმ გამოიჩინა. 28-ე წუთზე „რასინგიდან“ მეტოქის კარი პაბლო გარსიამ აიღო, რომელსაც 43-ე წუთზე კამელომ უპასუხა. 47-ე წუთზე კამელომ დუბლი შეასრულა და ეს გოლი მატჩში გადამწყვეტი აღმოჩნდა.
„რასინგი“ 4 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა, ხოლო „რაიო“, რომელმაც სეზონში პირველი თამაში მოიგო, ამდენივე ქულით მეთორმეტეა.
ლაშა თაბაგარი