“თელავში” ახალი სახეები გამოჩნდნენ

0
55
საფეხბურთო კლუბ “თელავის” ღირსებას 26 წლის თავდამსხმელი გურამ გოშთელიანი და 31 წლის ბრაზილიელი მცველი გუტიერეს ტომელინი, იგივე გუტი დაიცავენ, ხოლო ფიზმომზადების მწვრთნელად 39 წლის სერბი სპეციალისტი, მილოშ ჯუროვიჩი იმუშავებს. ამის შესახებ თელაველტა პრესსამსახური იუწყება:
“გურამ გოშთელიანი – დაიბადა: 1997 წლის 5 იანვარს; სიმაღლე: 175 სმ; წონა: 74 კგ; ამპლუა: თავდამსხმელი; ბოლო კლუბი: “‘საბურთალო” (თბილისი)
გურამ გოშთელიანი ჩვენი გუნდის ქომაგებისთვის ნაცნობი ფეხბურთელია – “თელავში” შარშანდელი სეზონის პირველი ნახევარი ითამაშა
გუტიერი ტომელინ გუტი – დაიბადა: 1991 წლის 29 ივნისს; სიმაღლე: 189 სმ; წონა: 84 კგ; ამპლუა: მცველი; ბოლო კლუბი:” ჰაპოელი” (ნოფ ჰაგალილი, ისრაელი)
ბრაზილიელმა გუტი კარიერა 2010 წელს სამშობლოში, “ფიგუერენსეში” დაიწყო, მერე ერთი სეზონი იჯარით “დუკე დე კაშიაშში” გაატარა და 2013/2014 წლების სეზონი “ჟოინვილში” ითამაშა – შემდეგ კი უცხოური კლუბები: პოლონური “იაგელონია”, ხორვატიული “ოსიეკი” და ბოლოს ისრაელის “ჰაპოელი”
მილოშ ჯუროვიჩი კი უკვე გითხარით, სერბი სპეციალისტია, 39 წლისაა და ძირითადად ბელგრადული კლუბების, “ჩუკარიჩკის” და “ცრვენა ზვეზდას” სისტემაში აქვს ნამუშევარი”.