აღმოსავლეთის ტურში მყოფ სან ანტონიოს შემადგენლობაში მორიგი, უხვწუთიანი მატჩი გამართა სანდრო მამუკელაშვილმა. ტეხასური გუნდი აშშ-ს დედაქალაქს ესტუმრა და ადგილობროვ ვიზარდსთან მატჩი 124:136 დათმო. ქართველი მეფარე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 28 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.
19 მოგებით და 55 წაგებით სან ანტონიო აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა, მე-14 ადგილზეა და მხოლოდ ჰიუსტონ როკეტსს უსწრებს. შემდეგი მატჩი მამუკელაშვილის გუნდს ისევ სტუმრად, ამჯერად ბოსტონ სელტიქსთან ელის.





