აშშ-ს ნაკრებში გვარდიოლას მიწვევას განიხილავენ

0
0

პეპ გვარდიოლა შესაძლოა სათავაშეი აშშ-ს ნაკრებს ჩაუდგეს. ამერიკელთა ამჟამინდელთა თავკაც მაურისიო პოჩეტინოს „მანჩესტერ იუნაიტედში“ მაიკლ კერიკის შემცვლელად ეპატიჟებიან და მხარეები სიტყვიერად შეთანხმდნენ. თუ პოჩეტინო თანამდებობას დატოვებს, მაშინ აშშ-ს ფეხბურთის ფედერაცია ლეგენდარული ესპანელი სპეციალისტის მიწვევას გეგმავს.
55 წლის გვარდიოლამ „სიტიში“ 10-წლიანი მუშაობის  შემდეგ, თანამდებობა 2026 წლის მაისში დატოვა. მან გუნდს ინგლისის პრემიერლიგა 6-ჯერ, ინგლისის ლიგის თასი 5-ჯერ, ინგლისის ასოციაციის თასი 3-ჯერ, ინგლისის სუპერთასი 3-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი თითოჯერ მოაგებინა.
გვარდიოლამ „ბარსელონასთან“ ერთად ესპანეთის ჩემპიონატი 3-ჯერ, ესპანეთის თასი 2-ჯერ, ესპანეთის სუპერთასი 3-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ, უეფას სუპერთასი 2-ჯერ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 2-ჯერ მოიგო.
ის მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთად გერმანიის ჩემპიონი 3-ჯერ გახდა, ხოლო გერმანიის თასი 2-ჯერ მოიპოვა. გარდა ამისა, თითოჯერ უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
ლაშა თაბაგარი