საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბულ პრესკონფერეათუმში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:
“ხვიჩას შესანიშნავი პროგრესი აქვს ბოლო თვეების განმავლობაში. ის დიდებულ კლუბშია ფანტასტიკურ მწვრთნელთან. უკეთესი ხდება და იმაზე მეტს აღწევს, ვიდრე მისგან ელოდნენ. თუმცა, ბოლო პერიოდში, მის შესახებ ძალიან ბევრს საუბრობენ. ის შესანიშნავი ადამიანია და ძალიან მიყვარს, თუმცა თუ გავედით ევროპის ჩემპიონატზე, იქ საქართველოს ნაკრები ითამაშებს ხვიჩასთან ერთად და არა მხოლოდ ხვიჩა. ის არ არის ერთადერთი ამ გუნდში. ვგრძნობ, რომ მის გარშემო ძალიან ბევრი რამ ხდება. ხვიჩა ახალგაზრდაა. მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა, რადგან შესანიშნავი ხასიათი აქვს და შრომისმოყვარეა. მისი მიდგომა და პროფესიონალიზმი არ შეცვლილა. ყველას გვინდა რომ უმაღლეს მწვერვალს მიაღწიოს, რისთვისაც ბევრი უნდა იშრომოს”.
