ნიდერლანდურმა „დონარ გრონინგენმა“ ჩრდილოეთ ევროპის საკალათბურთო ლიგაში (ENBL) მორიგი წარმატება იზეიმა. საკუთარ მოედანზე გამართულ დაძაბულ დაპირისპირებაში ალექს მერკვილაძის გუნდმა კვიპროსულ „აელს“ მინიმალური სხვაობით, 83:81 სძლია. მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) სწორედ საქართველოს ნაკრების ფორვარდი გახდა, რომელმაც პარკეტზე ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო ასპარეზობა.
აღსანიშნავია, რომ ეს მერკვილაძისთვის პროფესიულ კარიერაში (NCAA-ს ეტაპის დასრულების შემდეგ) და „დონარ გრონინგენის“ მაისურით პირველი ოფიციალური ორმაგი დუბლია. პარკეტზე გატარებულ 35 წუთსა და 47 წამში ქართველმა კალათბურთელმა გუნდს 21 ქულა და 12 მოხსნა შესძინა. მიუხედავად იმისა, რომ შორი დისტანციიდან სროლები მთლად სახარბიელო არ ჰქონდა (7-დან მხოლოდ 1 სამქულიანი ჩააგდო), მან აქტივში 1 ჩაჭრაც ჩაწერა.

ამ გამარჯვებით „გრონინგენმა“ ENBL-ის გათამაშებაში ზედიზედ მესამე წარმატება იზეიმა და B ჯგუფში 3 მოგებითა და 2 მარცხით სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციაზე მყარად დაწინაურდა. ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში გუნდისთვის მიმდინარე კალენდარული წელი დასრულებულია და მომდევნო შეხვედრას ამ ტურნირზე 6 იანვარს, სტუმრად ნორვეგიულ „ფილინგენთან“ გამართავს.
რაც შეეხება უახლოეს გეგმებს, მერკვილაძის კლუბი ასპარეზობას ნიდერლანდებისა და ბელგიის გაერთიანებულ (BNXT) ლიგაში აგრძელებს, სადაც 15 ნოემბერს სტუმრად „როტერდამს“ დაუპირისპირდება. ამ მომენტისთვის, გაერთიანებულ ჩემპიონატში გრონინგენელებს 3-3 ბალანსი აქვთ და მე-8 ადგილს იკავებენ.