მონღოლეთთან მატჩის მასპინძელ ქალაქ ბათუმში საქართველოს ნაკრების წევრმა, საბა ლობჟანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა: „მონღოლური ფეხბურთს შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი ვიცით ქვეყნის და მისი ისტორიის შესახებ. როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, არ აქვს მნიშვნელობა, თამაში ამხანაგურია თუ ოფიციალური. გავდივართ და ასი პროცენტით ვიხარჯებით და ხვალინდელ შეხვედრაშიც ასე იქნება.
ყველამ იცის თურქეთში განვითარებული მოვლენების შესახებ. სამწუხაროდ, ეპიცენტრში მოვხვდი. ფიზიკურად ძალიან კარგად ვარ, ფსიქოლოგიურად კი ფეხბურთი მეხმარება, რადგან ყოველდღიური ვარჯიშების ფონზე ნაკლებად ვფიქრობ მომხდარზე“.
