ვილი სანიოლი : “ქომაგებს საერთაშორისო დონის თამაში უნდა შევთავაზოთ”

0
24

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის პირველმა მატჩამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა.
ვილი სანიოლის გუნდმა 25 ფეხბურთელის შემადგენლობით დინამო თბილისის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა, რის შემდეგაც ჩვენი გუნდი ბათუმში გაემგზავრა, სადაც ამხანაგურ შეხვედრაში მონღოლეთს დაუპირისპირდება.
მატჩის მასპინძელ ქალაქში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართა.
ვილი სანიოლი: „მონღოლეთის ნაკრები სხვა კონფედერაციას წარმოადგენს და მეტოქის შესახებ ბევრი არ ვიცით. ვუყურეთ მათ მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩატარებულ შეხვედრებს და კონკრეტულ დეტალებს ფეხბურთელებს ვუზიარებ. შემადგენლობაში გვყავს ფეხბურთელები, რომლებმაც ბოლო პერიოდში მეტი ითამაშეს, ზოგმა ნაკლები. იქნება როტაცია, რადგან ამხანაგური მატჩები სწორედ ამისთვის არის. ფეხბურთელებმა იციან, რას ვფიქრობ ეროვნული ნაკრების მატჩების შესახებ. ეს იქნება ოფიციალური თუ ამხანაგური შეხვედრა, ყოველთვის მოგება მსურს. შედარებით უცნობ მეტოქესთან თამაშშიც, მოთამაშეებისგან ანალოგიურ დისციპლინას და მიდგომას ველი. გულშემატკივრებს საერთაშორისო დონის თამაში უნდა შევთავაზოთ.
ბათუმში უკვე რამდენჯერმე ვითამაშეთ. პირველი ორი მატჩი უმაყურებლოდ ჩავატარეთ, თუმცა შვედეთთან შეხვედრაში სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო სწორედ ამან მოგვცა დამატებითი მოტივაცია თამაშის მოსაგებად. დარწმუნებული ვარ, მოახლოებულ მატჩებშიც ასე იქნება. გუნდის ბოლოდოინდელმა შედეგებმა მოლოდინი გაზარდა, თუმცა გულშემატკივარი ყოველთვის გვაძლიერებს და დარწმუნებული ვარ, ხვალაც ასე იქნება”.