მაისურაძის გუნდმა პორტუგალიაში ფრით დაიწყო

0
4

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომელსაც ვასილ მაისურაძე წვრთნის, პორტუგალიის ოთხთა ტურნირის პირველ შეხვედრაში ფინელებს დაუზავდა.
გუნდებმა პირველი ტაიმი უგოლოდ დაასრულეს. 50-ე წუთზე ფინელებიდან ანგარიში ლაური ლაინემ გახსნა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე ნიკა ნინიაძეს საპასუხო ბურთი გაიტანა.
აქვე გეტყვით, რომ 78-ე წუთზე ფინელებს არმსტრონგი გაუძევეს.
19-წლამდელები ოთხთა ტურნირზე 26 მარტს პორტუგალიას შეხვდებიან, 28 მარტს კი – ავსტრიას.
ფინეთისაქართველო 1:1 (0:0)
საქართველო: კოპალიანი, ბუკია, ნარიმანიძე, გიუნაშვილი (ნიკოლაიშვილი 67), ჩიქოვანი (სადღობელაშვილი 46), ფეიქრიშვილი (ბერელიძე 67), ფრიდონიშვილი (ნინიძე 67), გეგუჩაძე (ლორთქიფანიძე 77), ყველაშვილი, ხაჩიძე (შეროზია 46), ცეცხლაძე
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.
გოლები1:0 ლაინე (50), 1:1 ნინიძე (90).