ანჩელოტი: „არსად არ წავალ ვიდრე არ გამაგდებენ“

0
22

კარლო ანჩელოტის თქმით, „რეალიდან“ თუ არ გააგდებენ, არსად წავა. მან ამის შესახებ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში საუდის არაბეთის „ალ ჰილალთან“ 5:3 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„ძალიან ბედნიერები ვართ. „რეალმა“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მერვედ მოიგო. კარგად ვითამაშეთ და მაღალი ხარისხი ვაჩვენეთ. ვინისიუსმა, ბენზემამ და ვალვერდემ თავი საუცხოოდ წარმოაჩინეს. არსად წავალ, ვიდრე არ გამაგდებენ“ – იუწყება 63 წლის იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს გამოცემა AS.
63 წლის იტალიელმა სპეციალისტმა ანჩელოტიმ კარიერაში 25-ე ტიტული მოიპოვა, მათ შორის „რეალის“ თავკაცის რანგში – 9. მან “რეალთან” ერთად მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 2-ჯერ მოიგო, ხოლო “მილანის” თავკაცის რანგში ერთხელ საკონტინენთაშორისო თასს დაეუფლა.
მადრიდის „რეალმა“ ფეხბურთში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მეხუთედ მოიგო, რაც რეკორდია. გარდა ამისა, “სამეფო კლუბი” სამჯერ საკონტინენტთაშორისი თასს დაეუფლა.