მიქელთაძის მეოთხე გოლი მიმდინარე სეზონში

0
24

ბექა მიქელთაძემ მიმდინარე სეზონში ავსტრალიის უმაღლეს დივიზიონში თავისი მეოთხე გოლი გაიტანა.
მე-16 ტურში „ნიუკასლ ჯეთსმა“, სადაც მიქელთაძე კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელ ბექა დარცმელიასთან ერთად გამოდის, „მელბურნ ვიქტორი“ მიიღო და 2:1 გაიმარჯვა.
ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა და 37-ე წუთზე პენალტიდან ანგარიში გახსნა, ხოლო დარცმელია შეცვლაზე 78-ე წუთზე შევიდა. სტუმრებმა საპასუხო ბურთი 51-ე წუთზე გაიტანეს. ნიუკასლელებმა მეტოქის კარი მეორედ 58-ე წუთზე აიღეს – მიქელთაძის გადაცემა გროზოსმა გამოიყენა.
„ნიუკასლ ჯეთსი“ 21 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.
საფრანგეთის ლიგა 2-ის 23-ე ტურში “ბორდო” გასვლაზე “ნიორთან” 1:3 დამარცხდა. ჟირონდელთ სასტარტოში ზურიკო დავითაშვილი იყო და საქართველოს ნაკრების ფორვარდი 68-ე წუთზე შეცვალეს. “ბორდო” 39 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზეა.