მადრიდის „რეალმა“ ფეხბურთში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მეხუთედ მოიგო, რაც რეკორდია. გარდა ამისა, “სამეფო კლუბი” სამჯერ საკონტინენტთაშორისი თასს დაეუფლა.
მაროკოს ქალაქ რაბათში პრინც მულა აბდულას სახელობის სტადიონზე გამართულ ფინალში ესპანურმა გრანდმა საუდის არაბეთის „ალ ჰილალი“ 5:3 დაამარცხა.
შეხვედრის მე-13 წუთზე ქარიმ ბენზემას გადაცემის შემდეგ ანგარიში ვინისიუს ჟუნიორმა გახსნა, ხოლო ხუთ წუთში ვალვერდემ „რეალი“ კიდევ უფრო წინ გაიყვანა. 26-ე წუთზე მუსა მარეგამ ერთი ბურთი გაქვითა.
54-ე წუთზე თავი ბენზემამ გამოიჩინა, ორი წუთში კი ვალვერდემ დუბლი შეასრულა. ურუგვაელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში 10 გოლი გაიტანა. ცნობისთვის, მიმდინარე სეზონის წინ მადრიდელთა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ თუ ვალვერდე მეტოქის კარს 10-ჯერ ვერ აიღებდა, მაშინ თავის სამწვრთნელო ლიცენზიას დახევდა.
63-ე წუთზე „ალ ჰილალიდან“ ესპანელთა კარი ვიეტომ აიღო. 69-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა არაბები კიდევ ერთხელ დაამწუხრა, ხოლო მატჩის ბოლო გოლი ვიეტოს ანგარიშზეა.
„რეალზე“ მეტჯერ მსოფლიო საკლუბო ჩემპინატში „ბარსელონას“ გაიმარჯვა – 3-ჯერ. მიუნხენის „ბაიერნის“ და ბრაზილიის „კორინთიანსის“ ანგარიშზე ორ-ორი მოგებაა.
ევროპულმა გუნდმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში ზედიზედ 10-ჯერ გაიმარჯვეს, ხოლო საერთო ჯამში – 25-ჯერ.
63 წლის იტალიელმა სპეციალისტმა ანჩელოტიმ კარიერაში 25-ე ტიტული მოიპოვა, მათ შორის „რეალის“ თავკაცის რანგში – 9. მან “რეალთან” ერთად მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 2-ჯერ მოიგო, ხოლო “მილანის” თავკაცის რანგში ერთხელ საკონტინენთაშორისო თასს დაეუფლა.
მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში ბრაზილიის „ფლამენგომ“ ეგვიპტის „ალ აჰლი“ 4:2 დაამარცხა.
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი „ოქროს ბურთი“ ვინისიუს ჟუნიორმა მიიღო.
“რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა 31 ტიტული მოიპოვა და “სამეფო კლუბის” ლეგენდარულ პრეზიდენტ სანტიაგო ბერნაბეუს ერთი ჯილდოთი ჩამორჩება.
ფრანგმა ფორვარდმა ბენზემამ “რეალში” 24 ტიტული მოიგო და მადრიდელთა ექსმცველ ბრაზილიელ მარსელოს რეკორდამდე ერთი ჯილდო აკლია.
“რეალმა” არსებობის ისტორიაში 99 ტიტული მოიგო – 68 საშინაო არენაზე, ხოლო საერთაშორისოზე 31.
“ბარსელონას” 98 ტიტული აქვს – 76 საშინაო არენაზე, ხოლო საერთაშორისოზე 22.




