„სამგურალი“ უზბეკეთის ჩემპიონთან დამარცხდა

0
16

წყალტუბოს „სამგურალმა“ მეორე თურქულ შეკრებაზე პირველი მატჩი უზბეკეთის ჩემპიონ ტაშკენტის „ფახთაქორთან“ ჩაატარა და 0:1 დამარცხდა. პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, ხოლო ტაშკენტელებმა გამარჯვების ბურთი შესვენების მერე გაიტანეს,.
გიორგი ჭელიძის გაწვრთნილმა გუნდმა განვლილი სპარინგი ასეთი შემადგენლობით ჩაატარა.
პირველი ტაიმი: შოვნაძე, პატარკაციშვილი, მაისაშვილი, ჩიხლაძე, კალანდარიშვილი, ნიკა ხორხელი, ლომინაძე, კიკაბიძე, ნიქაბაძე, ლუკა ხორხელი, ჯეფინიო,
მეორე ტაიმი: ყალიჩავა, ჯამიუ, ბული, კოჟევნიკოვი, ჩიხლაძე, სიმდიანკინი, ბაშალეიშვილი, კუდ არტური, ბურჯანაძე, კიკაბიძე, ჩიხრაძე.