გრაცის „შტურმი“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის ავსტრიის თასის 1/2-ფინალში გავიდა. გრაცელები სტუმრად ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ „ზალცბურგს“ შეხვდნენ და პენალტების სერიაში დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა – გრაცელებიდან ანგარიში 37-ე წუთზე გაზიბეგოვიჩმა გახსნა, ხოლო 76-ე წუთზე საპასუხო ბურთი დედიჩმა გაიტანა. პენალტების სერიაში „შტურმმა“ 6:5 მოიგო.
ცნობისთვის, „შტურმმა“ 2002 წლის შემდეგ თასზე პენალტების სერიაში პირველად გაიმარჯვა. გარდა ამისა, გრაცელებმა თასზე ჩატარებული ბოლო 58 შეხვედრიდან „ზალცბურგი“ მეორედ





