აპოელის კაპიტანმა გიორგი ქვილითაიამ მიმდინარე სეზონში თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. კვიპროსის ჩემპიონატის 22-ე ტურში ნიქოზიელებმა ლიმასოლის „აპოლონი“ მიიღეს და 3:1 დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე პენალტიდან ანგარიში გახსნა. მან მიმდინარე სეზონში აპოელის მაისურით უკვე 6 ბურთი გაიტანა – 3 ჩემპიონატში და ამდენივე თასზე. ის „აპოლონთან“ მატჩში 56-ე წუთზე შეცვალეს.
აპოელის თადარიგში იყვნენ საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი და ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი, მაგრამ არ უთამაშიათ.
აპოელი 49 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა და ქულით ჩამორჩება აეკ-ს, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს.
მთავარი ნიუსი ქვილითაიას მეექვსე გოლი სეზონში