
„ბორდომ“, სადაც ზურიკო დავითაშვილი თამაშობს საფრანგეთის ლიგა 2-ში ლიდერ „ლე ავრსთან“ ქულებში ჩამორჩენა შეამცირა.
22-ე ტურში ჟირონდელები სტუმრად „პოს“ შეხვდნენ და 2:0 გაიმარჯვეს. 33-ე წუთზე ანგარიში ბოკელემ გახსნა, ხოლო 67-ე წუთზე მასპინძლების კარი ბაჯიმ აიღო. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს.
იმავე ტურში „ლე ავრმა“ შინ „პარიზს“ (0:0) ვერ მოუგო და მეორე ადგილზე მყოფი „ბორდო“, რომელსაც 39 ქულა აქვს, ლიდერს 8 ქულით ჩამორჩება.



