კვარაცხელიას აგენტი იტალიაში ახალი კონტრაქტის თაობაზე ჩაფრინდა

0
22

„ნაპოლისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი იტალიაში ჩაფრინდა, რათა „ნაპოლის“ ხელმძღვანელებს შეხვდა, იუწყება ჟურნალისტი ნიკოლა სკირა.
ჯუღელის ჩასვლის მიზანი კვარაცხელიას და კლუბს შორის ახალ კონტრაქტზე დალაპარაკებაა გაუმჯობესებული პირობებით. 21 წლის ფეხბურთელს „ნაპოლისთან“ ხელშეკრულება 2027 წლამდე აკავშირებს.
კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ივლისში გადავიდა. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 10 საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი „გამოიმუშავა“.