ბლინდი კარიეას „ბაიერნში“ გააგრძელებს

0
20

დეილი ბლინდი კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს, იუწყება გამოცემა De Telegraaf.
ნიდერლანდების ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების 32 წლის მცველი გერმანიაში გაფრინდა, რათა ბავარიელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმოს. ის ტრავმირებული ფრანგი ლუკა ერნანდესის შემცველელად მოიაზრება, რომელიც მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატზე დაშავდა.
ბლინდი „ბაიერნს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რადგან ცოტა ხნის წინ ამსტერდამის „აიაქსთან“ კონტრაქტი გაწყვიტა.