ჰარი კეინმა ინგლისის პრემიერ ლიგაში „ბლექბერნის“, „ნიუკასლისა“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების ექსფორვარდის ალან შირერის რეკორდი გააუმჯობესა.
მე-19 ტურში „ტოტენჰემმა“ სტუმრად „კრისტალ პალასს“ 4:0 აჯობა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო კეინმა ანგარიში 48-ე წუთზე გახსნა, რასაც ხუთ წუთში მეორე გოლი მიაყოლა. 68-ე წუთზე „კრისტალ პალასის“ კარი დოჰერტიმ აიღო, წერტილი კი 72-ე წუთზე სონმა დასვა.
29 წლის კეინმა პრემიერ ლიგაში ჩატარებულ საწყის 300 მატჩში 198 გოლი გაიტანა და შირერს 2 გოლით გაასწრო. ამ მაჩვენებლით მესამე ადგილზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი თავდამსხმელი ენდი კოულია, რომელმაც მეტოქეთა კარი 151-ჯერ აიღო.





